ავტორიზაცია

ვესტ ჰემი და რუბინი კვარაცხელიას ტრანსფერში 5 მილიონზე ვერ თანხმდებიან - ევროპული პრესა

ვესტ ჰემი და რუბინი კვარაცხელიას ტრანსფერში 5 მილიონზე ვერ თანხმდებიან - ევროპული პრესა
თარიღი 28 Dec 2021, 10:50

Eurofootballrumours.com-ის ცნობით, ლონდონის "ვესტ ჰემ იუნაიტედი" მზადყოფნას გამოთქვამს ყაზანის "რუბინის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის დასახურად.

"ჩაქუჩების" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ქართველი ვინგერი არის სწორედ ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

"ლურჯ-წითლები" რუსულ კლუბთან ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან სატრანსფერო თანხაზე - დასახელებული 18 მილიონი ფუნტი სტერლინგის ნაცვლად, დაინტერესებული მხარე 13 მილიონს ჩამოდის.

აღსანიშნავია, რომ დევიდ მოიესის გუნდის გარდა, "წითელ-მწვანეების" ფლანგელის სახელს უკავშირებენ "ტოტენჰემს", "ევერტონს", "საუთჰემპტონსა" და "ლიდსს".

21-წლის შემტევისთვის ბრძოლაში ფავორიტად ამ დროისთვის მოიაზრება "ჰოტსპური", რომელსაც იგივე "ვესტ ჰემისგან" განსხვავებით, "რუბინის" ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.