კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე რუბინს ვესტ ჰემმა მიმართა - ინგლისური პრესა
Football Insider-ი ყაზანის "რუბინის" გარემარბ, ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ახალ სატრანსფერო სიახლეს ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, ქართველის თაობაზე რუსულ კლუბს "ვესტ ჰემი" დაუკავშირდა.
Football Insider-ის ცნობით, ლონდონელებმა "წითელ-მწვანეების" ვინგერის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვეს და დაინტერესდნენ თუ რა თანხაა საჭირო მისი ტრანსფერისთვის.
იგივე წყარო წერს, რომ "რუბინი" 21-წლის ფლანგელის სანაცვლოდ "ჩაქუჩებისგან" დაახლოებით 13 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს. "ლურჯ-წითლები" ყაზანელთა 21-ე ნომერზე სანაკრებო მატჩების შემდეგ გადაერთვნენ.
უფრო კონკრეტულად კი საქართველოსა და შვედეთის ეროვნული გუნდების შეხვედრის შემდეგ, რომელშიც კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის კარში დუბლი გაიფორმა.
ქართველი შემტევი ჯერ კიდევ რუსეთში თამაშობს და მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე არის 17 შეხვედრა, ერთი გატანილი გოლი და სამი შესრულებული ასისტი.