ავტორიზაცია

"კვარაცხელია: შავბნელი ქართული ფეხბურთის იმედის სხივი", - იტალიური გამოცემა ხვიჩას შესახებ წერს

"კვარაცხელია: შავბნელი ქართული ფეხბურთის იმედის სხივი", - იტალიური გამოცემა ხვიჩას შესახებ წერს
თარიღი 18 Dec 2021, 13:04

იტალიურმა ვებგვერდმა, Vocidicitta-მ ყაზანის "რუბინის" ახალგაზრდა გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სიახლე მიუძღვნა. გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

"ხვიჩა კვარაცხელია დაიბადა 2001 წლის თებერვალში, საქართველოს დედაქალაქ თბილისში. როგორც საკუთარი ქვეყნის დედაქალაქებში დაბადებული და გაზრდილი ფეხბურთელების უმეტესობა, კვარაცხელიაც იწყებს მოგზაურობას "დინამო თბილისის" ახალგაზრდულ გუნდებში.

"დინამოს" შემადგენლობაში ის ხუთ მატჩში გაიტანს ერთ გოლს და გააკეთებს საგოლე გადაცემას, შემდეგ კი საქართველოს სხვა გუნდში, "რუსთავში" გააგრძელებს კარიერას. 

15 მატჩში სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა საკმარისია იმისათვის, რომ ქართველ ტალანტს მოსკოვის "ლოკომოტივიდან" მოწვევა მიუვიდეს. გარკვეული სირთულეების გამო, ის დიდი ხნით არც მანდ ჩერდება.

კვარაცხელია 10 მატჩში მხოლოდ ერთი გატანილი გოლის შემდეგ, იჯარით სხვა გუნდში წავა, თუმცა, კვლავ რუსეთში, ყაზანის "რუბინში", სადაც ის დღესაც თამაშობს.

კვარაცხელია ქართველებისთვის შავბნელ საფეხბურთო წლებში იმედის ნაპერწკალია. მისი თვისებები გამოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე, როდესაც მან შვედებს მეორე ადგილი მიუსაჯა, შემდეგ კი პლეი ოფში გაუშვა.

დაახლოებით 183 სმ სიმაღლის კვარაცხელია მარცხენა გარემარბია მარჯვენა ფეხით, ასევე ძალიან კარგად მარცხენასაც ფლობს ის. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მას აქვს ფლეიმეიქერის ხედვა, რომელიც თანაგუნდელებს სივრცეს უხსნის სიღრმეზე შეტევის მიზნით.

მისი ძლიერი მხარე დრიბლინგია. ასევე სხეულის გამოყენებით, ის ახერხებს მოწინააღმდეგეების მოტყუებას თავისი ელვისებური სწრაფი მოძრაობებით, რაც საშუალებას აძლევს მას თავი დააღწიოს მეტოქეს.

ზოგჯერ ერთზე მეტსაც კი ცდება. მარჯვნივ, მარცხნივ, რამდენიმე გვირაბი, თუ სიტუაცია მოითხოვს და თუ არავინ არის ახლოს ის საკუთარი მომენტის დაგვირგვინებასაც ცდილობს.

ყაზანის "რუბინში" 2019 წლიდან დღემდე მან 68 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს ყველაფერი ცხადყოფს, თუ რამდენად ალტრუისტია ბიჭია ის მოედანზე. საქართველოში კი ყველა იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა კვარაცხელია ოდესმე მათ მწვერვალზე აიყვანს", - წერენ იტალიელები.

კვარაცხელიას ყიდვას ზამთარში პრემიერ ლიგის 3 გუნდი ეცდება - ინგლისური პრესა