"კვარაცხელიას დეპრესია და კრიზისი მთელ რუბინს გადმოედო", - რუსული გამოცემა ქართველის შესახებ წერს
ერთ-ერთმა ყაზანურმა გამოცემამ ხვიჩა კვარაცხელიასა და "რუბინს" ვრცელი სიახლე მიუძღვნა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ნაწყვეტს, რომელიც სწორედ ქართველს ეძღვნება.
"ამ ზაფხულს ყველა საუბრობდა, რომ კვარაცხელია დატოვებდა რუბინს და ევროპულ გუნდში გადავიდოდა. ბოლოს გაირკვა, რომ ყველა ეს საუბარი აღმოჩნდა ჭორი და ის თავის ამჟამინდელ გუნდში დარჩა.
რის გამოც დაემართა კრიზისი და დეპრესია, რომელიც გადაედო მთელ ყაზანურ გუნდს. ამის მიუხედავად, ხვიჩა ფასი მაინც არ გაიაფებულა. დღეს, კლუბი მის სანაცვლოდ მინიმუმ 18 მილიონს ითხოვს.
მთავარ მიზეზად სახელდება სანაკრებო შეხვედრები უფრო კონკრეტულად კი ახალგაზრდა ქართველი შემტევის დუბლი შვედეთის კარში, რომელმაც ესპანეთს მუნდიალზე თამაში გაუნაღდა.
მას კვლავ შეუძლია მაღალი დონის ფეხბურთის თამაში , მაგრამ არა რუსეთში. არაა გამორიცხული, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "წითელ-მწავნეების" გარემარბი ევროპიდან პირველივე წინადადებას დათანხმდეს", - წერს რუსული გამოცემა.