"ცუდ ფორმაში მყოფი კვარაცხელიაც კი ამ რუბინის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია", - რუსული პრესა ხვიჩაზე
Championat-მა ყაზანის "რუბინის" შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სიახლე მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა გარემარბმა თავის უკანასკნელ მატჩში მოედანი 52-ე წუთზე დატოვა.
"რუსეთის პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში რუბინმა ნიჟნი ნოვგოროდთან წააგო და გასავარდნ ზონასთან შეაბიჯა. სლუცკიმ კვარაცხელიას თამაში მკაცრად შეაფასა, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს და ის გასახდელში გაიქცა.
მწვრთნელის კრიტიკა საშინლად ჟღერდა - ასეთმა კატეგორიულმა საჯარო განცხადებამ, შესაძლოა, გაუგებრობა ან ფეხბურთელის შინაგანი პროტესტიც კი გამოიწვიოს.
მართლა ასეთი ცუდი იყო ხვიჩა? მისი მთავარი მინუსი ზოგადად გუნდურ თამაშში დაბალი ჩართულობაა. პარადოქსია ის, რომ ამ მცირე ჩართულობითაც კი, ქართველმა შესვენებამდე კლუბის 3 სახიფათო მომენტიდან 2 შექმნა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - თუნდაც მცირე ჩართულობით, დრიბლინგისა და დარტყმების არარსებობით, მან მოწინააღმდეგის კართან ორი ყველაზე სახიფათო მომენტი შექმნა, შესაბამისად, რუბინის შემტევმა მატჩი არც ისე ცუდად ჩაატარა.
იქნებ, დაცვაში თამაში ჩააგდო? ძნელია, უკანახაზში მის თამაშს ცუდი უწოდო", - წერს რუსული გამოცემა. "წითელ-მწვანეები" შემდეგ შეხვედრას ჩაატარებენ დღეს, 15:00 საათზე, სამარის "კრილიასთან".