VIDEO: უკმაყოფილო კვარაცხელია - მოისროლა ხელთათმანები, სლუცკის ხელი არ ჩამოართვა
ყაზანის "რუბინისა" და "ნიჟნი ნოვგოროდის" შეხვედრაში მოედანი ნაადრევად დატოვა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ლეონიდ სლუცკიმ შეცვალა. ქართველმა უკმაყოფილება არ დამალა: გასვლის მომენტში მან მოისროლა ხელთათმანები, რუს დამრიგებელს კი ხელი არ ჩამოართვა.