"კვარაცხელიას ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები აქვს", - რუსი მწვრთნელი
მახაჭკალის "ანჟის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გაჯი გაჯიევმა ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"კვარაცხელიაზე ვისაუბროთ. ის შარშან სეზონზე ცუდად ასპარეზობს, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ ასე სურს. რაღაც უბრალოდ არ გამოსდის. სადღაც ფიზიკური პრობლემები აქვს, სადღაც კი ფსიქოლოგიური.
გუნდი ხომ ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ისევე ავადდება, როგორც ადამიანი. სიმართლე გითხრათ, დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა არის რუბინის წარუმატებლობის მიზეზი.
სლუცკის კონტროლი არ დაუკარგავს. მისთვის გუნდი ოჯახია. კონტროლის დაკარგვა მაშინ ხდება, როცა რაიმე პრობლემაა. ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთელებს მონდომება აკლიათ", - განაცხადა დაღესტნელმა.