ავტორიზაცია

გაათავისუფლებს თუ არა რუბინი სლუცკის? - რუსული კლუბის პოზიცია ცნობილია

გაათავისუფლებს თუ არა რუბინი სლუცკის? - რუსული კლუბის პოზიცია ცნობილია
თარიღი 13 დეკ 2021, 11:55

ყაზანის რუბინში ბოლოდროინდელი კატასტროფული მდგომარეობის მიუხედავად სჯერათ ლეონიდ სლუცკის და გუნდი მის გაშვებას არ აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Championat.com ავრცელებს და წერენ, რომ რუბინში ლეონიდ სლუცკის ბოლომდე სჯერათ.

რუსეთის ჩემპიონატის საწყისი 18 ტურის შემდეგ რუბინს 22 ქულა აქვს და ცხრილში მე-10 ადგილზეა, რუსეთის თასზე კი გუნდი 1/8 ფინალშია და ვოლგოგრადის როტორს ხვდება.

აღნიშნულ გუნდში მნიშვნელოვნად შეიცვალა ხვიჩა კვარაცხელიას როლი 2020 წლის იანვრიდან. სწორედ მას შემდეგ, რაც კლუბში ლეონიდ სლუცკი დაინიშნა.