ავტორიზაცია

კვარაცხელიას ყიდვას ზამთარში პრემიერ ლიგის 3 გუნდი ეცდება - ინგლისური პრესა

კვარაცხელიას ყიდვას ზამთარში პრემიერ ლიგის 3 გუნდი ეცდება - ინგლისური პრესა
თარიღი 17 დეკ 2021, 21:43

Football Insider-ის მტკიცებით, ინგლისის პრემიერ ლიგის სამი კლუბი ყაზანის "რუბინის" ახალგაზრდა გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თავისთან გადაბირებას გეგმავს.

აღნიშნული წყარო ქართველი ვინგერის სახელს უკავშირებს "ვესტ ჰემ იუნაიტედს", "ევერტონსა" და "საუთჰემპტონს". პირველ ორ კლუბს კონკრეტული წინადადება უკვე აქვს.

ინგლისური გამოცემა ხაზს უსვამს რუსული გუნდის ფლანგელის ნიჭსა და შესაძლებლობებს, რის ხარჯზეც მან გასულ სეზონში ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო.

ამის გარდა, უყურადღებოდ არ დარჩენილა 21-წლის შემტევის შედეგიანობა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, პირველ რიგში გამოსარჩევია დუბლი შვედეთთან.

შეგახსენებთ, "წითელ-მწვანეების" 21-ნომერმა მიმდინარე სეზონში მოასწრო 15 შეხვედრის ჩატარება, ერთი გოლის გატანა და სამი საგოლე გადაცემის განხორციელება.