ავტორიზაცია

მიქაუტაძის მშრალი სერია, მწვრთნელის გაშვება, გასავარდნი ზონა - სერენში პრობლემებია

მიქაუტაძის მშრალი სერია, მწვრთნელის გაშვება, გასავარდნი ზონა - სერენში პრობლემებია
თარიღი 28 Dec 2021, 13:00

უკვე ზედიზედ ხუთი შეხვედრაა, რაც "სერენის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე გოლის გატანას ვერ ახერხებს. მსგავსი რამ ქართველი ფორვარდის კარიერაში არ ყოფილა.

აღსანიშნავია ის, რომ ლიეჟელებმა ხუთივე მატჩი წააგეს, უკანასკნელი მარცხი კი "მეხელენთან" დაფიქსირდა. აღნიშნული თამაშის დასრულების შემდეგ, ბელგიელები მთავარ მწვრთნელსაც დაემშვიდობნენ.

დიახ, ხორდი კონდომმა "შავ-წითლების" თავკაცის თანამდებობა დატოვა. ვინ შეცვლის კატალონიელ დამრიგებელს "სერენში", ჯერჯერობით უცნობია, ბელგიურ პრესაში ამ ეტაპზე არაფერი იწერება.

რაც შეეხება ლიეჟელთა სატურნირო მდგომარეობას, იუპილერ ლიგაში ჩატარებული 21 ტურის შემდეგ, აღნიშნული გუნდი 19 ქულით ამ დროისთვის მე-17 პოზიციას იკავებს.

ბელგიური გუნდის მთავარ შემტევს მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში გატანილი აქვს 11 გოლი, მშრალ სერიამდე კი მისი შედეგიანობა 13 მატჩში 11 ბურთს შეადგენდა.