ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო ნახევარმცველი - სანდრო ალთუნაშვილი

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი ბათუმის დინამოს ფეხბურთელი სანდრო ალთუნაშვილი გახდა.
აჭარული გუნდის მაისურით ალთუნაშვილმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
სანდრო ალთუნაშვილი ბათუმის დინამოს 2021 წლის იანვარში საბურთალოდან შეუერთდა.
2021 წელს სანდრო ალთუნაშვილს დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა.