ავტორიზაცია

ზორან მარუშიჩი ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა

ზორან მარუშიჩი ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა
თარიღი 28 Dec 2021, 15:04

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი დინამო თბილისის ფეხბურთელი ზორან მარუშიჩი გახდა.

სერბი ფორვარდი თბილისურ კლუბს 2021 წლის იანვარში ბელარუსის ნემან გროდნოდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ზორან მარუშიჩს დინამოში 2021 წელს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მიიღო 41 მატჩში მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.