სპარინგი ძლიერ მეტოქესთან - ბათუმის დინამო შეკრებაზე პოლონურ გრანდს შეხვდება
ბათუმის დინამომ სეზონისწინა შეკრებისთვის სპარინგმეტოქეების დაგეგმვა დაიწყო.
20 იანვარს თურქეთში, ანტალიურ შეკრებაზე საქართველოს ჩემპიონი პოლონურ ლეხ პოზნანს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდში ქართველი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი თამაშობს, რომელსაც ბათუმის დინამოს ფეხბურთელებთან თამაშის გამოცდილება საქართველოს ნაკრებიდან აქვს.
პოლონური გუნდი ადგილობრივ ჩემპიონატში პირველი წრის შემდეგ ექსტრაკლასას ლიდერია.