"არამგონია ამ გუნდში ცხოვრებაში ოდესმე ვითამაშო", - მბაპე ხუმრობის გამო გაჩენილ ჭორებს ეხმაურება
„პსჟ-ს“ შემტევმა, კილიან მბაპემ დაასახელა ის გუნდი, რომელშიც არასდროს არ ითამაშებს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ საუბარი „ტოტენჰემზეა“. ამ თემის გასაგებად თავდაპირველი ამბავიც უნდა იცოდეთ.
ცნობილმა ინგლისელმა მსახიობმა, ტომ ჰოლანდმა, რომლის მონაწილეობითაც სულ ახლახანს გამოვიდა „ადამიანი-ობობას“ ახალი ნაწილი, ოქროს ბურთის დაჯილდოვება გაიხსენა, რომელსაც ის თავის მეგობარ გოგონასთან, ზენდეიასთან ერთად დაესწრო.
საქმე ის არის, რომ ჰოლანდი „ტოტენჰემის“ გულშემატკივარია და მან აღიარა, რომ დაჯილდოვებაზე მბაპეს შეხვდა და ხუმრობით უთხრა, რომ ის „ტოტენჰემში“ უნდა გადმოვიდეს, რაზეც კილიანს გაეცინა და უთხრა, რომ ეს შეუძლებელია. ანალოგიური რამ გაიმეორა მბაპემ ახალ ინტერვიუშიც.
„დარწმუნებული ვარ, რომ „ტოტენჰემს“ კარგი სეზონი ექნება ანტონიო კონტესთან ერთად, რომელიც საუცხოო მწვრთნელია. ანუ, ეს მათთვის კარგია. თუმცა არამგონია, რომ ცხოვრებაში ოდესმე „ტოტენჰემში“ ვითამაშო.“ - ციტირებს მბაპეს სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.