ავტორიზაცია

"მანჩესტერისთვის იდეალური მწვრთნელი იქნება", - ნევილმა თავისი ფავორიტი დაასახელა

"მანჩესტერისთვის იდეალური მწვრთნელი იქნება", - ნევილმა თავისი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 29 დეკ 2021, 10:40

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, გარი ნევილი თვლის, რომ მაურისიო პოჩეტინო, რომელიც ახლა "პსჟ"-შია, იქნება შესანიშნავი მწვრთნელი მანჩესტერული კლუბისთვის.

"არ მგონია, რომ კონტე იუნაიტედს მოერგოს. ვფიქრობ, სეზონის ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედი თავის გრძელვადიან პერსპექტივაში სწორ მთავარ მწვრთნელს დანიშნავს.

ვისურვებდი, რომ შემდეგი მწვრთნელი პოჩეტინო გახდეს, რადგან ის პრემიერ ლიგას იცნობს. ვფიქრობ, ის გუნდს სწორ სტილს მისცემს. განცდა მაქვს, რომ მისი მომენტი დადგა.

ის მუშაობს დიდ ვარსკვლავებთან, აქვთ ხასიათი, არიან პიროვნებები. მე ყოველთვის მომწონდა პოჩეტინო, მომწონს მისი მეთოდები. ვფიქრობ, ეს კლუბს უხდება, რადგან ახალგაზრდებთან კარგად მუშაობს.

მაურისიო ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს იღებს, ის კარგი მწვრთნელია. მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი მიდგომა ადამიანებთან მუშაობისას, მაგრამ მას კონტრაქტი პსჟ-სთან აქვს. თუ იქ ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა, არ გაუშვებენ", - თქვა ნევილმა.