რა ხდება მბაპეს რეალში მოსალოდნელი გადასვლის გარშემო?

მადრიდის "რეალი" უახლოეს მომავალში აპირებს "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელთან, კილიან მბაპესთან კონტრაქტის პირობებზე წინასწარი შეთანხმების მიღწევას.
As-ის ცნობით, მადრიდულ კლუბსაც და ფეხბურთელსაც სურთ, რაც შეიძლება მალე შეთანხმდნენ გადასვლის პირობებზე. მოლაპარაკებები დიდი სიფრთხილით წარიმართება, რადგან მბაპეს არ სურს "პსჟ"-სთან ურთიერთობის გაფუჭება.
განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის "რეალთან" თამაში მოუწევთ. მბაპეს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
4 დღის შემდეგ მას თავისუფალი აგენტის სტატუსით ტრანსფერზე ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკების უფლება ექნება. 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.