ავტორიზაცია

"უბრალოდ ჯადოქარი", - რამოსმა დაასახელა მოთამაშე, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

"უბრალოდ ჯადოქარი", - რამოსმა დაასახელა მოთამაშე, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
თარიღი 29 დეკ 2021, 11:55

სერხიო რამოსი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც რონალდინიოს წინააღმდეგ უთამაშია. ბოლო ინტერვიუში კი მცველმა აღნიშნა, რომ ის მაინც აღფრთოვანებულია ბრაზილიელით, მიუხედავად წარსულში არსებული მეტოქეობისა.

"ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ჯადოსნური ფეხბურთელი, რომელიც მინახავს ფეხბურთის ისტორიაში. დავინახე, როგორ აკეთებდა ის, რაც ცხოვრებაში არ მინახავს სხვა ფეხბურთელებისგან.

ჩემთვის ის განსხვავებული იყო - ოსტატი ყველაფერში, რასაც აკეთებდა. გენიოსი. ვფიქრობ, ის უნიკალური ფეხბურთელი იყო. მე მწყდება გული, რომ მან დიდხანს ვერ გაძლო იმ მაღალ დონეზე, რაც გვაჩვენა.

დიახ, მე ყოველთვის შთაგონებული ვიყავი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით და რონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მე ვთვლი, რომ მან მემკვიდრეობა დატოვა.

ეს არის ბრაზილიური სამბას ფეხბურთი, თამაშის ხედვა, სიჩქარე, ფეთქებადობა, ღირებულებების ნაკრები, რომელსაც ის აერთიანებს და რაც ფეხბურთის ისტორიაში რამდენიმე მოთამაშეს ჰქონდა", - განაცხადა რამოსმა.

რონალდინიო: "პსჟ-ში გატარებული პერიოდი სამუდამოდ მემახსოვრება"