ავტორიზაცია

"სხვა პლანეტიდან არის", - ფეხბურთელი, რომელიც კიეზასთვის შთაგონების წყაროა

"სხვა პლანეტიდან არის", - ფეხბურთელი, რომელიც კიეზასთვის შთაგონების წყაროა
თარიღი 29 დეკ 2021, 12:19

"იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ფედერიკო კიეზამ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ, კრიშტიანუ რონალდუზე თავისი აზრი გააზიარა. რონალდუ და კიეზა ერთად თამაშობდნენ "იუვენტუსში".

"მისი თავდადება, გონებრივი ძალა, ეპიზოდების ამოხსნისა და ნებისმიერ სიტუაციაში ჩართვის უნარი ჩემთვის შთაგონების წყარო იყო. კრიშტიანუ სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა.

საინტერესო იყო მასთან ერთად ვარჯიში და იმის დანახვა, თუ რას აკეთებს ის ასეთი ძლიერი რომ იყოს. გამიმართლა, რომ რონალდუს გვერდით გარკვეული დრო გავატარე.

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს ცოცხლად ვუყურე", - თქვა კიეზამ La Repubblica-სთან საუბარში პორტუგალიელი თავდამსხმელის შესახებ.