ავტორიზაცია

"იუვენტუსის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 1/4 ფინალში გასვლაა", - ბონუჩი

"იუვენტუსის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 1/4 ფინალში გასვლაა", - ბონუჩი
თარიღი 28 დეკ 2021, 12:47

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის მიზნების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"იტალიის ეროვნული გუნდი? ევროს მოგების შემდეგ, ისტორიაში ჩვენი სახელები დავწერეთ, მაგრამ ახლა ჯობია მსოფლიო ჩემპიონატზე გავამახვილოთ ყურადღება.

რაც შეეხება იუვენტუსს, ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მოხვედრა. ვფიქრობ, "ბებერი ქალბატონი" იმსახურებს ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ყოფნას.

წინ გვაქვს ინტენსიური იანვარი, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის 1/8 მატჩები, ასე რომ, ძალები უნდა მოვიკრიბოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ", - განაცხადა ლეონარდო ბონუჩიმ დღეს დუბაიში Globe Soccer Awards-ის წინ. "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების მე-19 ნომერი 2021 წლის საუკეთესო მცველად იყო ნომინირებული.

"დღევანდელი იუვენტუსი გაწურული ლიმონივით არის", - საკი