ეტო'ო, ანჩელოტი და დანი ალვეში ესპანეთის საგადასახადო სამსახურის მსხვილ მოვალეთა სიაში მოხვდნენ
"ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი, სამუელ ეტო'ო ესპანეთის საგადასახადო სამსახურის მსხვილ მოვალეთა სიაში მოხვდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.
კამერუნელ ვეტერანს სახელმწიფოსთვის 981 598 ევრო აქვს გადასახდელი. აქამდე ამ სიაში ის ადამიანები შედიოდნენ, რომელთა დავალიანებაც 1 მილიონს აღემატებოდა. 31 აგვისტოდან ეს თანხა 600 000 ევრომდე დაეცა.
გარდა ამისა, აღნიშნულ სიაში მოხვდნენ "რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, რომლის ვალიც 1,4 მილიონს შეადგენს და "ბარსელონას" მცველი, დანი ალვეში (1 მილიონი).
შეგახსენებთ, 40 წლის ეტო'ო ესპანეთში 1997 წლიდან 2009 წლამდე თამაშობდა, სადაც "რეალის", "ლეგანესის", "ესპანიოლის", "მალიორკასა" და "ბარსელონას" ღირსება დაუცვია.