ავტორიზაცია

"ეს არის დიდი მოტივაცია" - ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესოდ დასახელებაზე

"ეს არის დიდი მოტივაცია" - ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესოდ დასახელებაზე
თარიღი 29 დეკ 2021, 21:55

2021 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

დაჯილდოების შემდეგ ყაზანის რუბინის ქართველმა ნახევარმცველმა კომენტარი გააკეთა.

"ყველაზე მაგარი ემოციაა, როცა შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ხდები და გაფასებს, როგორც გულშემატკივარი, ასევე ხალხი, ვინც ხმა მომცა. 

ეს იქნება დიდი მოტივაცია ჩემთვის, რომ შემდეგ წელს კიდევ უფრო უკეთესი ვიყო და წარმატებით თამაში გავაგრძელო," - განაცხადა 20 წლის შემტევმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში 2021 წელს 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა - ესპანეთის, საბერძნეთის და შვედეთის(2) ნაკრების წინააღმდეგ.

ნომინანტები საუკეთესოობისთვის ბრძოლაში იყვნენ: ხვიჩა კვარაცხელია(რუბინი), გურამ კაშია(სლოვანი) და გიორგი ლორია(ანორთოსისი).