კაჭარავამ ჩემი ბოდიში არ მიიღო! - გურამ კაშიას პირველი ინტერვიუ ინციდენტის შემდეგ
ნიკა კაჭარავამ ანორთოსისი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. ამის მიზეზი კი ის ვიდეო გახდა, რომელიც აპოელი-ომონიას მატჩიდან გავრცელდა, როცა გურამ კაშია აღნიშნავს გიორგი ქვილითაიას გოლის და ნიკა კაჭარავა ამაზე იცინის.
კვიპროსულმა საიტმა Kerkida.net-მა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანთან ამ საკითხზე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. სწორედ 34 წლის მცველის სოციალურ ქსელში გავრცელდა აღნიშნული ვიდეო.
-გვითხარით მეტი, GSP-ზე მომხდარი ინციდენტის შესახებ...
-პირველ რიგში მადლობა, რომ მაქვს საუბრის საშუალება. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად იცით ჩემს შესახებ: ნიდერლანდებში და ა.შ.შ-ში ვთამაშობდი, ახლა სლოვაკეთში ვარ, საქართველოს ნაკრებში 90 შეხვედრაზე მეტი მაქვს ჩატარებული.
ამავდროულად, მიხარია ის დრო, როცა არ ვთამაშობ, რადგან მაქვს საშუალება ვუყურო ფეხბურთს, განსაკუთრებით, ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით. განსაკუთრებით ვქომაგობ ჩემს თანამემამულეებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და როცა დრო მაქვს, ვცდილობ ვიმოგზაურო მათ თამაშებზე. ძალიან გამიხარდა აპოელი-ომონიას თამაშზე ყოფნა, მასპინძელთა გუნდში 3 ქართველი თამაშობს.
ამიტომ ნაკრების თანაგუნდელებს ვთხოვე, წამოსულიყვნენ ჩემთან ერთად თამაშზე, მხოლოდ კაჭარავას ჰქონდა დრო და წავედით. პირველად ვუყურე კვიპროსის ჩემპიონატს სტადიონიდან და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ტრიბუნებზე ხდებოდა. ამავდროულად, თამაშიც კარგი სანახავი იყო, 6 გოლი გავიდა, დერბი იყო. განსაკუთრებით გამიხარდა გიორგი ქვილითაიას გოლი, რომელმაც გუნდის გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.
ვინც ინსტაგრამზე თვალს მადევნებს, ხედავს, რომ სოციალურ ქსელს ემოციების გამოსახატავად ხშირად ვიყენებ. ასე მოხდა GSP სტადიონზეც, სადაც კაჭარავა ჩემს ემოციებზე იცინის, როცა პატარა ბავშვივით აღვნიშნე ქვილითაიას გოლი. ემოციური ვარ და გიჟივით მიყვარს აღვნიშნო თანაგუნდელის გოლი.
დიდ მწუხარებას და დანაშაულს ვგრძნობ ნიკა კაჭარავას გამო. შოკისმომგვრელი იყო ანორთოსისის გადაწყვეტილება! მესმის ქომაგების წყენაც, რადგან მათ იფიქრეს ვიდეოდან ის, რაც არ მომხდარა. უბრალო ღიმილი ასეთ ცუდ გადაწყვეტილებამდე მივიდა.
წარსულში მსგავსი მწარე გამოცდილება მიმიღია. ეროვნული ნაკრებიდან 2 წლის წინ გულშემატკივართა ნაწილი ჩემს გაშვებას მოითხოვდა, მაგრამ ყველა თანაგუნდელი და ფედერაციაც გვერდში დამიდგა. რთული პერიოდი იყო ჩემთვის, მაგრამ ნაკრებში დავრჩი. უცნაურია იმ გადაწყვეტილება, რომელიც ანორთოსისმა მიიღო.
ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ ინტერვიუ ამ თემაზე, რადგან დიდ მწუხარებას და მთავად დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რაც ნიკა კაჭარავას თავს მოხდა. ვიმედოვნებდი, რომ ანორთოსისის გადაწყვეტილება სხვაგვარი იქნებოდა. როცა მივხვდი, რამხელა საფრთხე იყო წინ, მაშინვე წავშალე ვიდეო, თუმცა უკვე გვიანი იყო. მართლა, ჩემ რეაქციებზე იცინოდა.
მაშინაც კი, როცა ქართველი ჩემი მეტოქე იქნება და გოლს გაიტანს, გამიხარდება. არ აღვნიშნავ, თუმცა გამიხარდება, რადგან ქართველი ვარ და ქართველები ერთმანეთით ვხარობთ და ვამაყობთ. ქვილითაიას გოლი ჩემი სიხარულის მიზეზი იყო და ამაზე დამცინა კაჭარავამ, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, მას არაფერი დაუშავებია."
-რა უთხარით ნიკა კაჭარავას პირველი, ამ ინციდენტის შემდეგ?
-ბოდიში მოვუხადე და ავუხსენი, რა ცუდად ვგრძნობდი თავს მის გამო, ჩვენ ოჯახის მეგობრები ვართ. მამამისი ჩემი ბავშვობის მწვრთნელი იყო. ჩემთვის არაფერი დაუბრალებია, რადგან მითხრა, რომ მისი ღიმილი სწორად ვერ გაიგეს და გაუგებრობა იყო. არ მიიღო ჩემი ბოდიში, რადგან მიიჩნევს, რომ არ გაუკეთებია არაფერი ისეთი, რის გამოც საბოდიშო მაქვს.
-ვხედავთ, რომ ქართველებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობაა. რა არის ამის მიზეზი?
-დიახ, ასეა. გვიხარია ქართველებს ერთმანეთის წარმატებები, განსაკუთრებით, სპორტის სფეროში. ვფიქრობ, ეს ჩვენი მენტალიტეტით და პატრიოტული სულითაა განპირობებული. სადაც არ უნდა წავიდეთ, ხაზს ვუსვამთ, რომ ქართველები ვართ. ისიც მახსოვს, როცა ანორთოსისმა თასი მოიგო, ბიჭებს საქართველოს დროშა ეჭირათ და ყველას გვიხაროდა მათი წარმატებები. თუ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არამარტო ნაკრების ფეხბურთელი წარმატებას მიაღწევს, მისალოც მესიჯებს ვუგზავნით. ეს არის ის, რაც ღრმად გვაქვს კულტურაში.
მსურს ყოველ კვირას ვიყო გახარებული ქართველი ფეხბურთელების გოლებით, რადგან ის ადამიანი ვარ, ვისაც სხვისი წარმატებები ახარებს. ასე გავიზარდე და ამიტომაც გამიკვირდა ქვილითაიას გოლი გამო გამოწვეული აჟიოტაჟი. გვიხარია ქართველის წარმატება, ვიდრე გოლი ან გუნდის გამარჯვება.
ნიკა კაჭარავამ ანორთოსისის მაისურით 62 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა. კაჭარავა და გურამ კაშია წლებია უკვე თანაგუნდელები არიან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.