ბარსელონამ უმტიტის მსურველი იპოვნა - ფრანგი შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ
„ბარსელონას“ ფრანგი მცველი სამუელ უმტიტი, შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.
Marca-ს ინფორმაციით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი „ნიუკასლის“ ინტერესთა სფეროში შედის, რომელიც ახლახანს უმდიდრესმა არაბულმა კომპანიამ შეიძინა და ზამთარში სერიოზულ გაძლიერებას აპირებს.
უმტიტის ტრანსფერზეც „ნიუკასლი“ ზაფხულამდე დაცდას არ აპირებს და მზად არის, „ბარსელონას“ იანვარშივე მცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ნაკლებად მოსალოდნელია, რომ „ბარსამ“ ამ შემოთავაზებაზე უარი თქვას, რადგან გასულ ზაფხულს მზად იყო, უმტიტი უფასოდაც კი გაეშვა, რადგან ის მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ შედის და შეიძლება ითქვას, ხელფასსაც კი ტყუილად იღებს.
ამ საკითხში გაცილებით მნიშვნელოვანია უმტიტის პოზიცია, რომელიც ჯერჯერობით უცნობია. აქამდე, ფრანგმა „კამპ ნოუდან“ წასვლის ყველა შესაძლო ვარიანტი ძირშივე მოსპო და მაქსიმალურად ცდილობდა „ბარსელონაში“ დარჩენილიყო.