სტერლინგი: "რონალდუ ფენომენალურია, მისი ფანი ვარ, 36 წლის ასაკშიც კი კარგ ფორმაშია"

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, რაჰიმ სტერლინგმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
– ისურვებდით რონალდუს კვალდაკვალ წასვლას?
"დიახ. ფენომენალური ფეხბურთელია. კრიშტიანუ უკვე მრავალი წელია თამაშობს. ჯერ კიდევ ბავშვობაში ვადევნებდი თვალყურს. მისი დიდი გულშემატკივარი ვარ".
"36 წლის არის. კარგ მენტალურ და ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებს", - ციტირებს სტერლინგის სიტყვებს BBC Radio 4.
შეგახსენებთ, რონალდუ ინგლისის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ დაბრუნდა.