აგბონლაჰორი: "ვფიქრობ, რონალდუს მხოლოდ თავისი გოლები ადარდებს"

"ასტონ ვილას" ყოფილმა თავდამსხმელმა, გაბრიელ აგბონლაჰორმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა.
"ვფიქრობ, რონალდუს მხოლოდ თავისი გოლები ადარდებს. "ასტონ ვილასთან" (1:1) გამართულ მატჩში თამაშს აფუჭებდა".
"ხელებს იქნევდა, რადგან მომენტები არ ჰქონია. მატჩის შემდეგ მოედნიდან გააფთრებული გაიქცა. წარმომიდგენია, როგორ იწუწუნა გასახდელში", - ციტირებს აგბონლაჰორის სიტყვებს ბრიტანული მედია.
36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა რონალდუს "ეშმაკუნებთან 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
სტერლინგი: "რონალდუ ფენომენალურია, მისი ფანი ვარ, 36 წლის ასაკშიც კი კარგ ფორმაშია"