ავტორიზაცია

"ტოტენჰემი უყვარს, აქ თავს კარგად გრძნობს", - კონტე ლორისის მომავალზე ალაპარაკდა

"ტოტენჰემი უყვარს, აქ თავს კარგად გრძნობს", - კონტე ლორისის მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 30 დეკ 2021, 21:55

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ გოლკიპერ უგო ლორისს ლონდონურ კლუბში დარჩენა უნდა.

"უგო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია, გუნდის კაპიტანი და დარჩენა უნდა. დარწმუნებული ვარ, კლუბთან აღნიშნულ საკითხს განიხილავს და ერთად იპოვიან გამოსავალს".

"ლორისს ჩვენი კლუბი უყვარს, "ტოტენჰემში" თავს კარგად გრძნობს", - ციტირებს კონტეს სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ლორისი "დეზების" ღირსებას 2012 წლის აგვისტოდან იცავს. 2021/22 წლების სეზონში მან 19 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.

ცნობისთვის, 35 წლის ფრანგ კიპერს "ტოტენჰემთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.