ოფიციალურად: დინამო ბათუმის სპონსორი Europebet-ი აღარ იქნება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ კომპანია "Europebet"-ი ბათუმის "დინამოს" სპონსორი აღარ იქნება. აღნიშნული ინფორმაცია აჭარული კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
"ჩვენ ერთად დავწერეთ ისტორია და ეს ყოველთვის გვემახსოვრება, ევროპაბეთსა და დინამო ბათუმს შორის გაფორმებული კონტრაქტი დასრულდა", - წერია ზღვისპირელთა პოსტში.
შეგახსენებთ, რომ "Europebet"-ი "დინამოს" სპონსორი 2019 წელს გახდა და აღნიშნულმა გარიგებამ უდიდესი როლი ითამაშა კლუბის სტრატეგიულ განვითარებაში.
ბათუმური გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მასშტაბით გახდა მძლავრი ძალა და ეს ყველაფერი კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონობითაც დაგვირგვინდა.