ავტორიზაცია

"სამწუხაროდ, სიტი, ჩელსი და ლივერპული მანჩესტერზე ბევრად წინ არიან", - რანგნიკი

"სამწუხაროდ, სიტი, ჩელსი და ლივერპული მანჩესტერზე ბევრად წინ არიან", - რანგნიკი
თარიღი 31 დეკ 2021, 12:05

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში "ბარნლის" დამარცხების შემდეგ (3-1) განცხადება გააკეთა.

"როგორც მოსალოდნელი იყო, ეს იყო რთული თამაში ბევრი ფიზიკური დუელით. ჩვენ ვითამაშეთ გუნდთან, რომელიც ბევრს იბრძვის. ჩვენ ვაჩვენეთ ის თვისებები, რაც ჩვენს გუნდს გააჩნია.

დღეს მნიშვნელოვანი იყო ენერგიის დონის ამაღლება. გუნდი ბევრად უკეთ გამოვიდა, კმაყოფილი ვიყავი ჩვენი გარემარბების თამაშით. ჯედონი სანჩო და მეისონი გრინვუდი კარგად თამაშობდნენ.

ედი კავანი და კრიშტიანუ - მათი ძალისხმევა დიდი იყო. მე არ ვიტყვი, რომ მე-4 ადგილი არის მინიმალური მიზანი, მაგრამ ეს სამი გუნდი (მანჩესტერ სიტი, ლივერპული და ჩელსი) ძალიან წინაა.

ჩვენ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები განვითარებაში. ახლა რვა წაუგებელი მატჩი გვაქვს. ჩემთვის ეს ყველაფერი ენერგია, ვნებაა. თუ მათ ვაჩვენებთ, განსაკუთრებით საშინაო მატჩებში, მაშინ კარგი გუნდი გვყავს, რომელთანაც თამაში ადვილი არ არის.

თქვენ მუდმივად უნდა აჩვენოთ ამ დონის თამაში", - განუცხადა რანგნიკმა Amazon Prime-ს. "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.

გუნდი "ლივერპულს" 10 ქულით ჩამორჩება, ნაკლები თამაშით. "მანჩესტერ იუნაიტედს" 19 და 11 ქულით უსწრებენ "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი", რომლებმაც კიდევ ორი ​​მატჩი ჩაატარეს.