ავტორიზაცია

რანგნიკი: "არ ღირს ყველაფრის ვარანზე და მაგუაირზე გადაბრალება"

რანგნიკი: "არ ღირს ყველაფრის ვარანზე და მაგუაირზე გადაბრალება"
თარიღი 30 დეკ 2021, 10:15

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი გამოეხმაურა მცველების, რაფაელ ვარანის და ჰარი მაგუაირის კრიტიკას პრემიერ ლიგის მე-19 ტურის მატჩის შემდეგ "ნიუკასლთან" (1:1).

"რაფაელს ხუთი ან ექვსი კვირა არ უთამაშია. ტოტენჰემთან შეხვედრის წინ კი ტრავმა მიიღო. ასე რომ, ბოლო სამი თვის განმავლობაში ვარანს ბევრი მატჩი არ ჰქონია.

დიახ, მან გოლის გაშვებამდე შეცდომა დაუშვა. მაგრამ, თუ ამას ფრჩხილებიდან ამოვიღებთ, ვფიქრობ, რომ მან კარგად ითამაშა. არ ვიტყვი, რომ ვარანმა გამორჩეული ფეხბურთი აჩვენა.

იგივე ეხება ჰარის, მაგრამ მათ კარგად გააკეთეს საქმე. კიდევ ერთხელ, ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ გარდამავალ ეტაპებზე სამწუხაროდ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.

ეს მხოლოდ მცველებისა და მოედნის ცენტრის პრობლემა არ არის, ეს მთელი გუნდის პრობლემაა, თავდამსხმელებით დაწყებული. ასეთ სქემაში ათიანის როლზეც  უნდა იყოს საუბარი.

ამიტომ, ვფიქრობ, აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, თუ როგორ თამაშობს კონკრეტული მოთამაშე. ჩვენ გვჭირდება გუნდური პროგრესი", - თქვა რანგნიკმა "ნიუკასლთან" მატჩის შემდეგ.