კაჭარავას კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი - პოლონეთში დაბრუნება თუ კვიპროსში დარჩენა?
როგორც მოგეხსენებათ, ფამაგუსტას "ანორთოსისმა" თავის ახლა უკვე ყოფილ თავდამსხმელს, ნიკა კაჭარავას კონტრაქტი ოფიციალურად გაუწყვიტა. კვიპროსელებისა და ქართველის თანამშრომლობა დასრულდა.
24sports-ის ცნობით, "თეთრ-ლურჯების" ყოფილ ფორვარდს ამ დროისთვის სამი მსურველი ჰყავს. პირველი მათგანი "აელ ლიმასოლია", რომელმაც 27-წლის შემტევს წინადადებით უკვე მიმართა.
დანარჩენი ორი კი პოლონური კლუბებია, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია ის, რომ მათი შემოთავაზება კვიპროსელთა წინადადებაზე ფინანსურად უფრო მომგებიანია.
შეგახსენებთ, რომ კაჭარავას პოლონეთში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. 2017-2018 წლების სეზონში ქართველი წინახაზელი თამაშობდა "კორონა კიელცეში" (29 მატჩი, 9 გოლი), გასული სეზონის მეორე ნახევარში კი "ლეხ პოზნანში" (14 მატჩი, 1 გოლი).
რაც შეეხება "ანორთოსისს", ნიკამ საერთო ჯამში ჩაატარა 60 შეხვედრა და გაიტანა 11 ბურთი. კარიერის სტარტზე, ფამაგუსტელთა ყოფილი თავდამსხმელი ყაზანის "რუბინის" აკადემიაშიც ირიცხებოდა.