ავტორიზაცია

იუვენტუსში გადასვლასთან ერთ ნაბიჯში მყოფ რომანიოლის გეგმები შეეცვალა

იუვენტუსში გადასვლასთან ერთ ნაბიჯში მყოფ რომანიოლის გეგმები შეეცვალა
თარიღი 31 დეკ 2021, 13:19

"მილანის" მცველის, ალესიო რომანიოლის მომავალი გაურკვეველი რჩება. Calciomercato.com-ის ცნობით, იტალიური კლუბი ცენტრალური მცველის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს.

იმის გათვალისწინებით, რომ სიმონ კიაერი მძიმედ დაშავდა, რომანიოლისთან კონტრაქტი კი კლუბს ჯერ არ გაუხანგრძლივებია. "მილანმა" იტალიელს შესთავაზა კონტრაქტი წელიწადში დაახლოებით 3,5 მილიონი ევროს ოდენობით, ბონუსების ჩათვლით.

კლუბს იტალიელი ცენტრალური მცველისგან პასუხი უახლოეს კვირებში სურს. შეგახსენებთ, რომ რომანიოლი ბონუსების გამოკლებით დაახლოებით ხუთ მილიონ ევროს იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის ინტერესების წარმომადგენელმა აგენტმა, მინო რაიოლამ საჯაროდ ისაუბრა "იუვენტუსში" შესაძლო ტრანსფერზე, სავარაუდოდ რომანიოლი კონტრაქტს "მილანთან" გაახანგრძლივებს.

"მილანი" რომანიოლისგან პასუხს ელოდება. მასზეა დამოკიდებული, როგორი იქნება კლუბის შემდგომი ქმედებები სატრანსფერო ბაზარზე. ვნახოთ, რას გადაწყვეტს იტალიელი.