ავტორიზაცია

იუვენტუსი კვლავ ფორვარდს ეძებს, სამიზნე ამჯერად ორიჯია

იუვენტუსი კვლავ ფორვარდს ეძებს, სამიზნე ამჯერად ორიჯია
თარიღი 31 დეკ 2021, 12:41

"იუვენტუსი" "ლივერპულის" თავდამსხმელით, დივოკ ორიჯით არის დაინტერესებული. La Gazzetta dello Sport წერს, რომ იტალიურმა კლუბმა 26 წლის თავდამსხმელის მიმართ თხოვნა გააკეთა.

ჯერჯერობით ბელგიელთან კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ იდეის დონეზეა. მოგვიანებით, "იუვეს" შეუძლია გადავიდეს კონკრეტულ მოქმედებებზე ტრანსფერის მიმართულებით.

"იუვენტუსმა" ვერ შეძლო წინსვლა "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდ მაურო იკარდისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ, ედინსონ კავანისთან მოლაპარაკებების პროცესში.

პარიზელებს არ სურთ იკარდის გაშვება ზამთარში, კავანის კი ნამდვილად არ უნდა "იუვეში" წასვლა. ორიჯიმ მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.