ავტორიზაცია

ფიქრობს თუ არა რონალდუ იუნაიტედიდან წასვლაზე? პორტუგალიელის აგენტის კომენტარი

ფიქრობს თუ არა რონალდუ იუნაიტედიდან წასვლაზე? პორტუგალიელის აგენტის კომენტარი
თარიღი 31 დეკ 2021, 17:10

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა, ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს პორტუგალიელი შემტევი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბედნიერი არ არის.

პრესა წერდა, რომ პორტუგალიელი „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლაზე დაფიქრდა.

„კრიშტიანუ რონალდუ „მან იუნაიტედში“ ძალიან ბედნიერია და გააგრძელებს წარმატებულად ასპარეზობას, როგორც ამას მთელი კარიერის მანძილზე აკეთებდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს სეზონიც მისთვის ბრწყინვალე გამოვა.“ - ციტირებს პორტუგალიელი აგენტის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუნაიტედში“ გასულ ზაფხულს „იუვენტუსიდან“ 15+8 (ბონუსებით) მილიონ ევროდ გადავიდა.

პრემიერ ლიგის ამ სეზონში კრიშტიანუმ 15 მატჩში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.