რა ბედი ეწევათ დემბელეს და დეპაის მორატას ტრანსფერის შემთხვევაში?
უახლოეს პერიოდში, „ბარსელონამ“ შესაძლოა „იუვენტუსში“ იჯარით მოთამაშე „ატლეტიკოს“ ფორვარდი, ალვარო მორატა გადაიბიროს.
ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად ხავი ერნანდესია დაინტერესებული, რომელმაც გუნდი ნოემბერში ჩაიბარა და ახალი პროექტის შენებას უმალვე შეუდგა. მისი პირველი ტრანსფერი კი „მან სიტის“ შემტევი ფერან ტორესი გახდა.
პრესში იწერებოდა, რომ მორატას ტრანსფერში „ბარსელონამ“ შესაძლოა მემფის დეპაი ან უსმან დემბელე ჩართოს - ნიდერლანდელი გუნდში გასულ ზაფხულს გადავიდა, თუმცა მას „კამპ ნოუდან“ წასვლა უკვე არაერთხელ უწინასწარმეტყველეს. ფრანგს კი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით, „ბარსას“ უფასოდ დატოვებს. ამიტომ, კლუბი მის გასხვისებას იანვარშივე ცდილობს.
თუმცა, როგორც ინსაიდერი და ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, დემბელე და დეპაი უახლოეს პერიოდში „ბარსელონას“ არ დატოვებენ მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ალვარო მორატას ტრანსფერთან დაკავშირებით - არცერთი მათგანი ტრანსფერშიც არ იქნება ჩართული.