ხავი დემბელეს საქციელით იმედგაცრუებულია და თავს მოტყუებულად გრძნობს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი კლუბიდან თავდამსხმელ უსმან დემბელეს შესაძლო წასვლასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო იმედგაცრუებულია.
როგორც გამოცემა Diario Sport-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი იუწყება, 20 დეკემბერს ფრანგ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ორსაათიანი შეხვედრა შედგა.
ზემოთნახსენები შეხვედრისას, 24 წლის გარემარბს აცნობეს, რომ შეუძლია ხავის გუნდის ფუნტამენტური ნაწილი გახდეს. თავად დემბელემ დარჩენის სურვილი გამოთქვა და როგორც თქვა, უნდა თავი "ბარსელონას" მნიშვნელოვან მოთამაშედ იგრძნოს. შეხვედრის მონაწილეები კონტრაქტის გახანგრძლივებაში პრაქტიკულად დარწმუნებულები იყვნენ.
ახლა კი, ხავი თავს მოტყუებულად გრძნობს. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ "ბლაუგრანასა" და უსმანს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა.
დემბელემ, რომელიც მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.