ავტორიზაცია

ლუკაკუ: "არსებობს სამი ტოპ კლუბი, რომელზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს"

ლუკაკუ: "არსებობს სამი ტოპ კლუბი, რომელზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს"
თარიღი 31 დეკ 2021, 21:09

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ მილანის "ინტერიდან" წასვლასთან დაკავშირებული მოგონებები გაგვიზიარა.

"არსებობს სამი უმაღლესი დონის გუნდი: "ბარსელონა", "რეალი", "ბაიერნი". ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ამ კლუბებზე, ეს მართალია. ვფიქრობდი, რომ "ინტერის" შემდეგ ამ გუნდებიდან ერთ-ერთში აღმოვჩნდებოდი. ეს არ მოხდა და ვთქვი: "ერთადერთი გუნდი, სადაც შემიძლია საკუთარი თავი წარმოვიდგინო, "ჩელსია".

"გასულ ზაფხულს "ჩელსიში" გადასვლაზე არ მიფიქრია, სანამ წინადადებით არ მომმართა. სიმონე ინძაგი ძალიან კარგად მომექცა".

– შეიძლება ითქვას, რომ ახალი კონტრაქტის შემოთავაზების შემთხვევაში "ინტერში" დარჩებოდით?

"დიახ. როცა "ჩელსი" დამიკავშირდა, ეს გამოწვევა იყო. აგრეთვე, ძალიან მაღელვებდა ის ფაქტი, რომ 8 წლის განმავლობაში პრემიერ ლიგის მოგება ვერ შევძელი".

"რთული იყო უარის თქმა პრემიერ ლიგაში დაბრუნების შესაძლებლობასა და იმ კლუბში გადასვლაზე, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ", - თქვა ლუკაკუმ Sky-სთან ინტერვიუში.