ავტორიზაცია

ვინ შეცვლის არსენალში ობამეიანგს? — არტეტას შორტ-ლისტში 4 თავდამსხმელია

ვინ შეცვლის არსენალში ობამეიანგს? — არტეტას შორტ-ლისტში 4 თავდამსხმელია
თარიღი 31 დეკ 2021, 21:23

ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა გუნდის თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელის დამატებას აპირებს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, მიკელ არტეტას მიერ შედგენილ პოტენციურ ახალწვეულთა შორტ-ლისტში 4 ფეხბურთელია: ალექსანდრ ისაკი ("სოსიედადი"), დუშან ვლაჰოვიჩი ("ფიორენტინა"), დომინიკ კალვერტ-ლიუინი ("ევერტონი") და ოლი უოტკინსი ("ასტონ ვილა").

გავრცელებული ინფორმაციით, არტეტაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა უოტკინსმა, რომელიც გასულ ზაფხულს "ბრენტფორდიდან" "ასტონ ვილაში" 27,7 მილიონ ფუნტად გადავიდა. ინგლისელს შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც ესპანელ სპეციალისტს ძალიან მოსწონს.

ჯერჯერობით, "არსენალსა" და "ასტონ ვილას" შორის უოტკინსის ტრანსფერზე მოლაპარაკებები არ გამართულა, იანვარში 25 წლის ფორვარდის გადაბირება ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად ამისა, "მეთოფეები" მის ასპარეზობას თვალყურს ადევნებენ.

რაც შეეხება თავად ობამეიანგს, არტეტას უნდა, რომ 32 წლის გაბონელმა შემტევმა ლონდონური კლუბის რიგები ამ ზამთარსვე დატოვოს.