ინსინიე ზაფხულში ნაპოლის უფასოდ დატოვებს და ახალ გუნდს უკვე შეუთანხმდა
"ნაპოლის" თავდამსხმელი და კაპიტანი, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი ეწურება, "ტორონტოს" შეუთანხმდა.
როგორც ცნობილი გამოცემა Corriere dello Sport-ი იტყობინება, ამერიკულ კლუბში 30 წლის იტალიელის წლიური ხელფასი 15 მილიონი ევრო იქნება (გადასახადების გადახდის შემდეგ, ეს თანხა 8 მილიონამდე დაიწევს).
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, "ტორონტო" ფეხბურთელს სახლის, ავტომობილისა და მგზავრობის ხარჯებსაც დაუფარავს.
ასე და ამგვარად, ინსინიე MLS-ის კლუბს 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
მიმდინარე სეზონში იტალიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასიც მიითვალა.