"ტორონტოში გადასვლით, ინსინიესთვის იტალიის ნაკრების კარი დაიხურება", - ჯოვინკო თანამემამულეს აფრთხილებს
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, სებასტიან ჯოვინკომ "ნაპოლის" ლიდერის, ლორენცო ინსინიეს "ტორონტოში" შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა:
"რა თქმა უნდა, მარტში უკვე იქ ელიან, მაგრამ უცნაურად მეჩვენება, რადგან ის ნაპოლის კაპიტანია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სკუდეტოსთვის მებრძოლ გუნდი დატოვოს.
პირად დონეზე, ტორონტოში ყველაფერი მშვენიერი იყო, ამ ქალაქში ცხოვრება მარტივია, მაგრამ პროფესიული თვალსაზრისით, ის შესაძლოა გაქრეს იტალიის ნაკრების რადარებიდან.
მაშინ ჩემი გუნდი დავკარგე. თუ მზად ხარ განშორებისთვის, ყველას ვურჩევ ამ გამოცდილებას. ნაკლები ყურადღება, მეტი სიცოცხლე", - თქვა ჯოვინკომ ინსინიეს შესახებ.