რა თანხა მიიღო კაჭარავამ ანორთოსისისგან კონტრაქტის გაწყვეტის შედეგად?
როგორც მოგეხსენებათ, ფამაგუსტას "ანორთოსისსა" და ნიკა კაჭარავას შორის მოლაპარაკებები დასრულდა, რის შედეგადაც მხარეებს შორის თანამშრომლობა შეწყდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოცემა Philenews-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა. კვიპროსული მედია ქართველი თავდამსხმელის კონტრაქტის ფინანსურ მხარეს შეეხო.
"კაჭარავამ ანაზღაურების სახით 24 ათასი ევრო მიიღო. ბუნებრივია, ეს ანორთოსისს ხელს აძლევდა, რადგან სეზონის ბოლომდე დარჩენის შემთხვევაში, კლუბს მისთვის 220 000 ევრო დასჭირდებოდა.
ნიკა ფამაგუსტაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო. 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მას წელიწადში 250 000 ევრო უნდა მიეღო.
სტარტი ქართველი თავდამსხმელისთვის კარგი ნამდვილად არ იყო, თუმცა 2020 წლის იანვარში ქეცბაიას მოთხოვნით, მისი კონტრაქტი 2022 წლის მაისამდე გახანგრძლივდა.
ხელფასი კი 200 ათასი ევრო გახდა. კლუბმა საქართველოს ნაკრების ფორვარდი იმ მიზნით აიყვანა, რომ სპარტაკისგან მასში მეტი ფული მიეღო. კვიპროსელებმა 27-წლის შემტევის შესაძენად 400 000 ევრო დახარჯეს.
ისინი იმედოვნებდნენ, რომ მოსკოველები მასში 700 ათას ევროს გადაიხდიდნენ, თუმცა ასე არ მოხდა და საბოლოოდ ის "თეთრ-ლურჯებში" დარჩა", - წერს Philnews-ი.