ავტორიზაცია

"რეალს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი ჰყავს", - ხეტაფეს მწვრთნელი პერესის შესახებ

"რეალს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი ჰყავს", - ხეტაფეს მწვრთნელი პერესის შესახებ
თარიღი 01 იან 2022, 11:49

"ხეტაფეს" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სანჩეს ფლორესმა ფლორენტინო პერესი მადრიდის "რეალის" ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტად და მმართველად დაასახელა.

"მადრიდის რეალი ძალიან კარგი გუნდია, მთელი სეზონის განმავლობაში. ჩემპიონატში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ. მათი ახალგაზრდა ფეხბურთელები ხშირად არიან სასტარტო შემადგენლობაში.

ისინი იბრძვიან ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელების გვერდიგვერდ, სათამაშო დრო გადანაწილებულია...ეს ყველაფერი გუნდში ძალიან კარგად ერწყმის ერთმანეთს.

როგორც კლუბი, მადრიდის რეალი ყოველთვის იწვევს პატივისცემას. მიმაჩნია, რომ მათ ჰყავთ საუკეთესო პრეზიდენტი ისტორიაში და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარდა სანტიაგო ბერნაბეუ", - თქვა ესპანელმა. ლა ლიგის მე-19 ტურში "ხეტაფე" და "რეალი" ერთმანეთს 2 იანვარს შეხვდებიან.