ავტორიზაცია

"ჩემი კუმირი ზიდანი იყო", - აიაქსის ტალანტი, რომელიც რეალს უახლოვდება

"ჩემი კუმირი ზიდანი იყო", - აიაქსის ტალანტი, რომელიც რეალს უახლოვდება
თარიღი 01 იან 2022, 12:48

ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველმა, რაიან გრავენბერხმა, რომელიც მედიის ცნობით, "რეალში" გადასვლას უახლოვდება, გაამხილა, თუ ვინ იყო მისი კერპი ბავშვობაში.

"ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი კუმირი იყო ზინედინ ზიდანი მისი სათამაშო სტილის, ტექნიკის, ინტელექტის გამო. მე ის ძალიან მომეწონა. ვცდილობ რაღაც მხრივ მივბაძო მას", - თქვა ნიდერლანდელმა CBS-თან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ 19 წლის ახალგაზრდა შეტევაში ჩართული არ არის ხოლმე. გრავენბერხი ჩვეულებრივ თამაშობს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე და ზოგჯერ საყრდენ ზონაში ჩადის.

შეგახსენებთ, რომ გრავენბერხი "აიაქსის" მთავარ გუნდში პირველად გამოჩნდა 2018 წელს და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 78 შეხვედრა, რომელშიც 10 გოლი გაიტანა.