ავტორიზაცია

"მბაპეს რეალის პოსტერები ტუალეტშიც კი ჰქონდა ჩამოკიდებული", - პსჟ-ს ყოფილი სკაუტი

"მბაპეს რეალის პოსტერები ტუალეტშიც კი ჰქონდა ჩამოკიდებული", - პსჟ-ს ყოფილი სკაუტი
თარიღი 01 იან 2022, 12:12

"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილმა სკაუტმა, ლუი ფერერმა გაიხსენა საკმაოდ საინტერესო ისტორია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იფორმებდა მისი კლუბი კილიან მბაპეს.

ჩვენი სპორტული დირექტორი, ანტერო ენრიკე და მე ვეწვიეთ კილიანის სახლს პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანში, ბონდის რაიონში. მაისის ბოლო იყო, სეზონი თითქმის დასრულებული.

რაღაც მომენტში სააბაზანოში შევედი და ყველგან მადრიდის რეალის სურათები იყო! ანტეროს დავუძახე: "შედი სააბაზანოში და ნახე იქ რა ხდება, გაკვირვებული დარჩები".

ეს არის სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვმუშაობდით",- თქვა ფერერმა. შეგახსენებთ, რომ მბაპე მართლაც ძალიან ახლოს არის "რეალში" გადასვლასთან მომავალ ზაფხულს.