ავტორიზაცია

მესი: "მადლობა ყველაფრისთვის, რაც 2021 წელს გამოვიარე"

მესი: "მადლობა ყველაფრისთვის, რაც 2021 წელს გამოვიარე"
თარიღი 01 იან 2022, 13:27

"პარი სენ-ჟერმენისა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ახალი წლისადმი მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა. 34-წლის ფორვარდმა ერთგვარი შეჯამება გააკეთა.

"მხოლოდ მადლობა შემიძლია გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც გამოვიარე 2021 წელს. პერიოდში, როცა ამდენი ადამიანი თავს ცუდად გრძნობდა ამ საშინელი ვირუსის გამო, რომელიც არ ქრება.

იმედია, 2022 წელი ბევრ სიხარულსა ჯანმრთელობას მოგვიტანს. ამას ვუსურვებ ყველას. ყველას ვეხუტები", - დაწერა "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა ინსტაგრამში.

მიმდინარე წლის ნოემბერში მესიმ ოქროს ბურთი მოიგო. ეს პრიზი არგენტინელი ფეხბურთელისთვის კარიერაში მეშვიდე აღმოჩნდა. ოქროს ბურთის მხრივ მესის უახლოეს მდევარს -" მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელ თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს 5 ჯილდო აქვს.

2021 წლის აგვისტოში ლიონელი "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა. აქვე დავამატებთ, რომ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მან მოიგო ამერიკის თასი.

VIDEO: მესისთვის ახალი წელი უკვე დადგა - სახალისო ვიდეო შვებულებიდან