ავტორიზაცია

ხავი მალიორკასთან მატჩის წინ: "ხვალ თამაშს აზრი არ აქვს, ბარსელონა ექსტრემალურ სიტუაციაშია"

ხავი მალიორკასთან მატჩის წინ: "ხვალ თამაშს აზრი არ აქვს, ბარსელონა ექსტრემალურ სიტუაციაშია"
თარიღი 01 Jan 2022, 20:33

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით "მალიორკასთან" 2 ნოემბერს გასამართი მატჩის წინ განცხადება გააკეთა.

"გუნდი ექსტრემალურ სიტუაციაშია - ჩვენს განკარგულებაში 17-18 ფეხბურთელი არ იქნება", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Sport.es.

"უმტიტის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავდროულად, ორი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული გვყავს, კიდევ ექვსი მოთამაშე ტრავმირებულია".

"ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება ტურნირის არაკეთილსინდისიერად ჩაითვალოს, რადგან აქამდე ეს "სევილიასთან" მატჩში უკვე მოხდა, როცა ოთხი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი საჭირო დროს ვერ გამოცხადდა".

"წესები მკაცრია. თუმცა, ამასთანავე, სხვა არჩევანი არ გვაქვს - იმ მოთამაშეებით უნდა ვიასპარეზოთ, ვინც გვყავს".

"მალიორკაც" თითქმის ასეთ სიტუაციაშია, მაგრამ ცოტა უფრო მარტივში. "ბარსასა" და "რეალს" შორის საკალათბურთო შეხვედრა არ გაიმართება".

"ხვალ თამაშს აზრი არ აქვს. სიტუაცია ქაოსურია, მაგრამ მაინც ვეცდებით სამი ქულის მოპოვებას", - დასძინა ხავიმ.