ავტორიზაცია

კოვიდმა მიუნხენშიც იფეთქა — ნოიერსა და ბაიერნის კიდევ 3 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

კოვიდმა მიუნხენშიც იფეთქა — ნოიერსა და ბაიერნის კიდევ 3 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თარიღი 01 იან 2022, 21:41

"ბაიერნის" ოთხ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იტყობინება მიუნხენური გრანდის ოფიციალური საიტი.

ასე და ამგავრად, საუბარია მეკარე მანუელ ნოიერზე, მცველ ომარ რიჩარდსზე, ნახევარმცველ კორანტენ ტოლისოსა და გარემარბ კინგსლი კომანზე.

გარდა ამისა, კოვიდი დაუდგინდა "რეკორდმაისტრის" სამწვრთნელო შტაბის წევრ დინო ტოპმელერსაც.

გადაწყდა, რომ "ბაიერნი" სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას 3 იანვარს დაიწყებს და არა 2 იანვარს, როგორც თავდაპირველად იგეგმებოდა.

შეგახსენებთ, მიუნხენური გუნდი გერმანიის ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ 43 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალშია გასული, სადაც "ზალცბურგს" დაუპირისპირდება.