ხავი ფერან ტორესის შესახებ: "შესანიშნავი ტრანსფერია, თავდასხმაში სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ თავდამსხმელ ფერან ტორესის შესახებ ისაუბრა, რომელიც კატალონიურ გრანდში ამ ზამთარს "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა.
"შესანიშნავი ტრანსფერია. დიდი ამბიციები აქვს", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებლის სიტყვებს Diario Sport-ი.
"ჩვენს გუნდს ბევრ სარგებელს მოუტანს. ბრწყინვალე მწვრთნელები ჰყავდა, თავდასხმაში სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში".
"მისი პიროვნული თვისებები მნიშვნელოვანი უპირატესობაა. მის თვალებში მიზანდასახულობა ჩანს".
"ვიმედოვნებ, მოედანზე მალე ვიხილავთ. შეტევაში სამივე პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა. ძალიან დაგვეხმარება", - დასძინა ხავიმ.
21 წლის ფერანის სანაცვლოდ "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტის" 55 მილიონი ევრო გადაუხადა, დამატებით 10 მილიონი კი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.