ჰოლანდი ანდალუსიელ გულშემატკივრებს, როცა მომავალზე ჰკითხეს: "აქ ვითამაშებ, ესპანეთში"
"ბორუსია დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა ძალიან მალე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
21 წლის ფეხბურთელი საშობაო შვებულებას მარბელიაში ატარებს.
ნორვეგიელი გულშემატკივრებმა იცნეს და ჰკითხეს, თუ სად აპირებს სამომავლოდ თამაშს. ჰოლანდმა თქვა: "აქ ვითამაშებ, ესპანეთში".
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლა ლიგიდან ბორუსიელთა თავდამსხმელისადმი ინტერესს ორი კლუბი იჩენს - "ბარსელონა" და "რეალი".
მიმდინარე სეზონში ერლინგმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" რიგებში 16 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.