კოვიდმა პარიზსაც შეუტია — მესისა და პსჟ-ს კიდევ 3 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
"პარი სენ ჟერმენის" ოთხ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იტყობინება პარიზული კლუბის პრესსამსახური.
ასე და ამგვარად, საუბარია ლიონელ მესიზე, ხუან ბერნატზე, სერხიო რიკოსა და ნათან ბიტუმაზალაზე.
ყველა ზემოთნახსენები ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია და მოქმედი პროტოკოლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
როგორც ხედავთ, დაინფიცირებულთა შორისაა მესიც, რომელიც პარიზელებს გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში 34 წლის არგენტინელმა "პსჟ"-ს რიგებში 16 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.