ავტორიზაცია

ლუკაკუ: "იუვენტუსი ან მილანი? იტალიაში ჩემთვის მხოლოდ ერთი კლუბი არსებობს"

ლუკაკუ: "იუვენტუსი ან მილანი? იტალიაში ჩემთვის მხოლოდ ერთი კლუბი არსებობს"
თარიღი 02 იან 2022, 19:53

"ჩელსის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, რომელსაც აქამდე "ინტერში" უთამაშია, თქვა, რომ "იუვენტუსში" ან "მილანში" არასოდეს გადავა.

"გადავალ თუ არა მომავალში "იუვენტუსში" ან "მილანში"? არასოდეს, არასოდეს", - ციტირებს ბელგიელი ფორვარდის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

"კიდევ ერთხელ: არასოდეს. ეს არასოდეს მოხდება".

"იუვენტუსს" ჩემი ყიდვა უნდოდა, მაგრამ როცა ანტონიო კონტე "ინტერს" ჩაუდგა სათავეში, ჩემს პრიორიტეტად მასთან გადასვლა იქცა".

"იტალიაში ჩემთვის მხოლოდ "ინტერი" არსებობს", - დასძინა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, 28 წლის ფორვარდის სანაცვლოდ გასულ ზაფხულს "ჩელსიმ" "ნერაძურის" 115 მილიონი ევრო გადაუხადა.